• 
       მინისტრი    მინისტრის მოადგილეები    სტრუქტურა    მისამართები და ტელეფონები    დაქვემდებარებული ინსტიტუტები
       უსაფრთხოების კონცეფცია 2005    მინისტრის ხედვა 2010
       საქართველოს ეროვნული სამხედრო    სტრატეგია 2005
       რეფორმების ძირითადი მიმართულებები
       დაგეგმვის, პროგრამირებისა და    ბიუჯეტირების სისტემა 2009
       თეთრი წიგნი    მემორანდუმები
       თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის    დოკუმენტი 2007
       უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველთა    საბჭოს ანგარიში 2006
       ადაპტირებული IPAP    პროგრამა - პარტნიორობა მშვიდობისათვის    ყოველწლიური ეროვნული პროგრამა    Longbow/Lancer 2009
       ვაკანსიები    სხვა განცხადებები
    გაერთიანებული შტაბი სახმელეთო ჯარები საჰაერო ძალები განათლების სარდლობა ეროვნული გვარდია თავდაცვის ეროვნული აკადემია კრწანისის სასწავლო ცენტრი საჩხერის სამთო მომზადების სკოლა სერჟანტთა სკოლა    მონაწილეობა საერთაშორისო მისიებში    როგორ მოვხვდე ჯარში    სახელმძღვანელო    ოფიცერთა პროგრამა სტუდენტებისათვის
       გაერთიანებული შტაბის უფროსი    მოადგილეები    მისია    სტრუქტურა    ტელეფონები და მისამართები
       სარდალი    მოადგილეები    მისია    სტრუქტურა    საკონტაქტო ინფორმაცია
       სარდალი    მოადგილეები    მისია    სტრუქტურა    საკონტაქტო ინფორმაცია
       სარდალი    მოადგილეები    მისია    სტრუქტურა    საკონტაქტო ინფორმაცია
    არსებულ სიახლეებში
    არქივში
  •   ახალი ამბები   მსოფლიოს ახალი ამბები   კვლევები გამოკითხვები   სიახლეების არქივი
      ფოტო   ვიდეო
      საერთაშორისო ბეჭდვითი მედია   "თავდაცვა დღეს"
      სამთავრობო   თავდაცვის სამინისტროები   საინფორმაციო ცენტრი ნატო-ს   შესახებ
    
    მთავარი / პოლიტიკა / უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველთა საბჭოს ანგარიში (ISAB)
    უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველთა საერთაშორისო საბჭომ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სფეროს სრულ რეფომაზე 7 წელზე მეტხანს მუშაობის შემდეგ, გასულ კვირას პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს წარუდგინა ყოველწლიური საბოლოო ანგარიში, რომელიც განხილული იქნა პარლამენტის, თავდაცვის მინისტრის ბ-ნ ირაკლი ოქრუაშვილისა და სხვა მაღალი რანგის ოფიციალური პირების მიერ. საქართველოს უსაფრთხოების ფორუმზე აგრეთვე წარდგენილი იქნა ანგარიში უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარის გენერალ სერ გარი ჯონსონის (დიდი ბრიტანეთი), გენერალ-მაიორის ფრანც ვერნერისა (გერმანია) და ელჩ დევიდ სმიტის (აშშ) მიერ. ფორუმი წარმოადგენდა უსაფრთხოების ძირითადი საკითხების განსახილველ კონფერენციას, სადაც მიწვეულნი იყვნენ მაღალი რანგის ოფიციალური პირები და ექსპერტები ევრო-ატლანტიკური სივრცის 20-ზე მეტი ქვეყნიდან. ზემოაღნიშნულ ანგარიშში ხაზგასმულია საქართველოს მიღწევები უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროს რეფორმებში, განსაკუთრებით ვარდების რევოლუციის შემდეგ.

    რამდენიმე ფრაგმენტი ანგარიშიდან:

    - გაძლიერდა პარლამენტის როლი უსაფრთხოების სფეროს დემოკრატიულ ზედამხედველობაში. 2004 წლის დეკემბერში "საქართველოს თავდაცვის შესახებ" კანონის მიერ გამიჯნული იქნა პრეზიდენტის, თავდაცვის მინისტრისა და გენერალური შტაბის უფროსის როლები. თავდაცვის მინისტრი, არის რა სამოქალაქო პირი, ხელმძღვანელობს სამოქალაქო პირებით დაკომლექტებულ თავდაცვის სამინისტროს, რომელიც გამიჯნულია გენერალური შტაბისაგან. კანონი "სამხედრო სამსახურის შესახებ" შეტანილია პარლამენტში პირველი მოსმენისათვის. ეს კანონი განსაზღვრავს მოქალაქეთა მოვალეობებს, სამხედრო პოლიტიკას და არეგულირებს საკონტრაქტო სამხედრო სამსახურს. სამხედრო დისციპლინარული კოდექსი, რომელიც შემუშავებულია სამხედრო მეთაურების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უცხოელი მრჩეველების ერთობლივი ძალისხმევით, პრეზიდენტის ხელმოწერისთანავე გამოქვეყნდება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იურიდიული სამმართველო უახლოეს მომავალში დაიწყებს კანონმდებლობის პროექტის შემუშავებას პროფესიონალური ძალებისა და მათი სტატუსის ნატოს-თან შესათანხმებლად მომზადების მიზნით.

    თავდაცვის სფეროს მოდერნიზაციის მიზნით გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები. ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა (IPAP) წარმოადგენს რეფორმების გატარების მთავარ მექანიზმს. შემუშავდა და გამოიცა საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგია. უახლოეს მომავალში დასრულდება თავდაცვის სისტემის სტრატეგიული მიმოხილვა, საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელობით. თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა რომ ეს იქნება საჯარო დოკუმენტი. სტრატეგიის მოთხოვნების რეალური შეფასების, საფრთხეებისა და რისკის ანალიზისა და მიმდინარე მდგრადობის უზრუნველყოფის საფუძველზე მუშავდება შეიარაღებული ძალების სტრუქტურა. დაიწყო გენერალური შტაბის რესტრუქტურიზაცია ნატოს სტანდარტების შესაბამისად. შესაბამისი საშტაბო წვრთნების შემდგომ დაგეგმილია სახმელეთო ჯარების ჩამოყალიბება. თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში შემუშავდა ოფიცერთა მოკლევადიანი ინტენსიური სასწავლო პროგრამა, სადაც ფუნქციონირებს ენების შემსწავლელი გაუმჯობესებული ცენტრი. გამოიკვეთა სერჟანტის წოდება და ფუნქციონირებს სერჟანტთა სკოლა. ჩამოყალიბების საწყის სტადიაში იმყოფება წვრთნების სტრუქტურული სისტემა. დაიწყო ახალი აღჭურვილობის ექსპლუატაცია, რომელიც ზრდის საბრძოლო შესაძლებლობებს. ქართულმა ქვედანაყოფებმა შეიძინეს მნიშვნელოვანი გამოცდილება საერთაშორისო უსაფრთხოებაში (კოსოვო, ერაყი, ავღანეთი) მონაწილეობის მიღების გზით.

    სრული განვითარებისათვის საკმაოდ ბევრი რამ დარჩა განსახორციელებელი. თავდაცვის სამინისტრო სცნობს საკუთარ პასუხისმგებლობას მართვის ისეთი სფეროების გაძლიერებაში, როგორიცაა ბიუჯეტისა და კადრების მართვა, აღჭურვილობის შესყიდვა და ორმხრივი დახმარების პროგრამებში მონაწილეობა. თავდაცვის დაგეგმვის შესახებ კანონპროექტი, რომელიც განსაზღვრავს სამწლიანი ფინანსებისა და ბიუჯეტის დაგეგმვის ციკლის პროცედურებს, იმყოფება უწყებათშორისი განხილვის სტადიაში. უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველთა საერთაშორისო საბჭო გამოხატავს თანხმობას მოიწვიოს უცხოელი მრჩეველები და ექსპერტები თავდაცვის სამინისტროში მრავალწლიანი დაგეგმვის და ბიუჯეტის სისტემის სფეროში დახმარების მიზნით. გაერთიანებული შტაბი და გაერთიანებული საბრძოლო ოპერატიული შტაბი კვლავაც საჭიროებს რეორგანიზაციას და სამსახურეობრივი დუბლირების რაციონალიზაციას. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ თავდაცვის სისტემის სტრატეგიული მიმოხილვა განსაზღვრავს ამ ღონისძიებების განხორციელების მეთოდებს.
  • © 2009 საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
  • შექმნილია პიქსელში