• 
       მინისტრი    მინისტრის მოადგილეები    სტრუქტურა    მისამართები და ტელეფონები    დაქვემდებარებული ინსტიტუტები
       უსაფრთხოების კონცეფცია 2005    მინისტრის ხედვა 2010
       საქართველოს ეროვნული სამხედრო    სტრატეგია 2005
       რეფორმების ძირითადი მიმართულებები
       დაგეგმვის, პროგრამირებისა და    ბიუჯეტირების სისტემა 2009
       თეთრი წიგნი    მემორანდუმები
       თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის    დოკუმენტი 2007
       უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველთა    საბჭოს ანგარიში 2006
       ადაპტირებული IPAP    პროგრამა - პარტნიორობა მშვიდობისათვის    ყოველწლიური ეროვნული პროგრამა    Longbow/Lancer 2009
       ვაკანსიები    სხვა განცხადებები
    გაერთიანებული შტაბი სახმელეთო ჯარები საჰაერო ძალები განათლების სარდლობა ეროვნული გვარდია თავდაცვის ეროვნული აკადემია კრწანისის სასწავლო ცენტრი საჩხერის სამთო მომზადების სკოლა სერჟანტთა სკოლა    მონაწილეობა საერთაშორისო მისიებში    როგორ მოვხვდე ჯარში    სახელმძღვანელო    ოფიცერთა პროგრამა სტუდენტებისათვის
       გაერთიანებული შტაბის უფროსი    მოადგილეები    მისია    სტრუქტურა    ტელეფონები და მისამართები
       სარდალი    მოადგილეები    მისია    სტრუქტურა    საკონტაქტო ინფორმაცია
       სარდალი    მოადგილეები    მისია    სტრუქტურა    საკონტაქტო ინფორმაცია
       სარდალი    მოადგილეები    მისია    სტრუქტურა    საკონტაქტო ინფორმაცია
    არსებულ სიახლეებში
    არქივში
  •   ახალი ამბები   მსოფლიოს ახალი ამბები   კვლევები გამოკითხვები   სიახლეების არქივი
      ფოტო   ვიდეო
      საერთაშორისო ბეჭდვითი მედია   "თავდაცვა დღეს"
      სამთავრობო   თავდაცვის სამინისტროები   საინფორმაციო ცენტრი ნატო-ს   შესახებ
    
    მთავარი / სამხედრო ჰოსპიტალი
    სსიპ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 აგვისტოს N483 ბრძანებულების საფუძველზე შეიქმნა. სამხედრო ჰოსპიტალი სამოქალაქო-სამხედრო დაწესებულებას წარმოადგენს, რომლის ფუნქციონირების წესებიც განისაზღვრება თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 25 ოქტომბრის N297 ბრძანებით დამტკიცებული დებულებით და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით. ჰოსპიტალი თბილისის ცენტრიდან 40 წუთის სავალ მანძილზე, ქალაქ გორში მდებარეობს. იგი თანამედროვე ევრო-ამერიკული სტანდარტების სამედიცინო დაწესებულებაა.

    ჰოსპიტალი აგებულია უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, დაცულია ყველა სანიტარული ნორმა და აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით. საავადმყოფოში არსებული სამედიცინო აპარატურის საშუალებით თითქმის ყველა სახის სამედიცინო ამოცანის გადაწყვეტა, გამოკვლევებისა და მკურნალობის ჩატარებაა შესაძლებელი.

    სამხედრო ჰოსპიტლის მიზნობრივ მოვალეობასა და საქმიანობას თავდაცვის სამინისტროს სამხედრო და საჯარო მოსამსახურეების, თავდაცვის სამინისტროდან თადარიგში დათხოვნილი პენსიონრების, აგრეთვე მათი ოჯახის წევრების სამედიცინო მომსახურება წარმოადგენს. გარდა ამისა, სამხედრო ჰოსპიტალს საშუალება აქვს სამედიცინო დახმარება გაუწიოს სამოქალაქო პირებს რესპუბლიკის ნებისმიერი რეგიონიდან და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით.

    სამხედრო ჰოსპიტალი დაკომპლექტებულია კვალიფიციური სამედიცინო კადრებით; მათ სამედიცინო გამოცდილება თბილისის წამყვან კლინიკებში და აგრეთვე უცხოეთში აქვთ მიღებული. გარდა ამისა, ჰოსპიტალს შესაძლებლობა აქვს ხელშეკრულებით მოიწვიოს საქართველოს ან საზღვარგარეთის წამყვანი სპეციალისტები. კადრების შერჩევა მკაცრი კონკურსის საფუძველზე ხორციელდება.

    გარდა სამედიცინო მომსახურებისა ჰოსპიტალი აწარმოებს სამეცნიერო და პედაგოგიურ მუშაობას. ადმინისტრაცია გეგმავს დანერგოს პროფესიული განვითარების პროგრამები, სადაც კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, პრაქტიკას გაივლიან როგორც სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები, ისე დიპლომირებული სპეციალისტები.
    ჰოსპიტლის სტრუქტურა წარმოდგენილია დეპარტამენტების სახით, რომელიც მოიცავს განყოფილებებს, კერძოდ:

    ქირურგიული დეპარტამენტი:

    1. ქირურგიულ განყოფილება (რომელიც აერთიანებს ტრავმატოლოგიას, ორთოპედიას, ნეიროქირურგიას, ანგიოლოგიას, ოფთალმოლოგიას, ქირურგიულ ინფექციას)
    2. ანესთეზიოლოგიური განყოფილება
    *აღსანიშნავია, რომ ჰოსპიტალში ტარდება ოპერაციები ლაპაროსკოპიული, ართროსკოპიული და ტურის მეთოდით, ეგრეთ წოდებული უსისხლო ოპერაციები

    შინაგანი მედიცინის დეპარტამენტი:

    1. ზოგადი თერაპიის განყოფილება (კარდიოლოგია, ენდოკრინოლოგია, ფტიზიატრია, რევმატოლოგია, ალერგოლოგია, კანისა და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები)
    2. ნევროლოგიური განყოფილება (ფსიქიატრია და ფსიქოლოგია)
    3. ინფექციურ სნეულებათა განყოფილება
    4. სამედიცინო რეაბილიტოლოგიის განყოფილება
    5. დიალიზის პროგრამა

    კრიტიკული და გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტი:

    1. კრიტიკული მედიცინის განყოფილება
    2. გადაუდებელი დახმარების განყოფილება

    ეს უკანასკნელი წარმოადგენს თანამედროვე სტანდარტის მიმღებ განყოფილებას, რომლის ფუნქციებში შედის პაციენტების სამედიცინო დახარისხება, გადაუდებელი დიაგნოსტიკა და სამკურნალო ღონისძიებების დაუყოვნებელი დაწყება. განყოფილება მოიცავს გადაუდებელი დახმარების დარბაზს, "დღის სტაციონარს" და "ობსერვაციის" პალატას, რომელთა გამოყენებითაც პაციენტს მკურნალობა 24 საათის განმავლობაში უტარდება.

    ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დეპარტამენტი:

    დეპარტამენტი აერთიანებს რადიოლოგიური და ინტერვენციული კვლევების (რენტგენოლოგია, ულტრასონოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, ენდოსკოპია), აგრეთვე ყველა პროფილის ექიმთა კაბინეტებს.

    გარდა ზემოთ აღნიშნული დეპარტამენტებისა, ჰოსპიტლის სტრუქტურა მოიცავს შემდეგ სამსახურებს: პათოლოგ-ანატომიური ჯგუფი, ეპიდზედამხედველობის ჯგუფი, სააფთიაქო სამსახური, ლაბორატორია და სისხლის ბანკი.

    ჰოსპიტალში სამკურნალო ღონისძიებებთან ერთად ერთ-ერთ პრიორიტეტულ აუცილებლობად მიჩნეულია ავადმყოფის მოვლა, რის გამოც ჰოსპიტალში შექმნილია "უმცროსი მედდის" ინსტიტუტი (დასავლეთში საყოველთაოდ მიღებული მიმართულება). ამასთან, კრიტიკული მედიცინისა და ქირურგიული ავადმყოფების უახლესი სამკურნალო ტექნოლოგიების გათვალისწინებით, ამ პროფილებში დაშვებულ იქნა "უმცროსი ექიმის" საშტატო ერთეულები. პერსონალის მუდმივად კვალიფიკაციის ამაღლებისა და ახალი სამედიცინო ტექნოლოგიების ათვისების მიზნით, ჰოსპიტლის ადმინისტრაცია თავის კადრებს უზრუნველყოფს სასწავლო მივლინებებით რესპუბლიკის წამყვან კლინიკებში და საზღვარგარეთ, სამედიცინო ლიტერატურით, კლინიკური კონფერენციებითა და სხვა. ჰოსპიტალში შექმნილია სამსახურები, რომელთა კოორდინირებული ფუნქციონირებით ხდება სამედიცინო ინფორმაციის მოპოვება, ნორმატიული დოკუმენტაციის შექმნა, სამედიცინო დახმარების სტანდარტებისა და ხარისხის დაცვის კონტროლი, სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების კონტროლი, სახელმწიფო და შიდა სტანდარტების შესრულების კონტროლი (შიდა აუდიტი). ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით პრიორიტეტულად მიჩნეულია პერსონალის მუდმივი ინფორმირება და განათლება.

    ჰოსპიტალში მუშავდება დაავადებათა მართვის პროტოკოლები, რომელთა პრეზენტაცია ხდება სამედიცინო პერსონალის შეკრებაზე. ყოველთვიურად ხდება საინტერესო შემთხვევების კლინიკური განხილვა.

    ჰოსპიტლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია თანხები პერიოდული ლიტერატურის შესაძენად და მოწვეული სპეციალისტების მიერ ლექციებისა და ტრენინგების ასანაზღაურებლად; მედიცინის აქტუალურ საკითხებზე ეწყობა"მრგვალი მაგიდა".

    ჰოსპიტალში წარმოებს საშუალო სამედიცინო პერსონალის უწყვეტი სამედიცინო განათლება და პროფესიული განვითარება, რომელსაც ხელმძღვანელობს შესაბამისი საშტატო განრიგით გათვალისწინებული მუშაკი.

    პრიორიტეტულია ინსტრუქტორების მომზადება ჰოსპიტლის თანამშრომელთა შემადგენლობიდან- ე.წ. ,,მწვრთნელის გაწვრთნა". ამ თვალსაზრისით აქცენტი გაკეთდა უმცროს ექიმებზე, ინტელექტუალური და განათლების დონე საშუალებას იძლევა გაიწვრთნას საშუალო სამედიცინო პერსონალი. 18 უმცროსმა ექიმმა გაიარა სპეციალური ტრენინგი PIMS (ამერიკის პარტნიორობა ინფორმაციის მართვის სისტემაში) პროგრამით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ექსტრემალური მედიცინის ცენტრში. ისინი გადიან სასწავლო მოდულებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში.

    ჰოსპიტალი საშუალებას იძლევა ერთდროულად 176 პაციენტს გაუწიოს სტაციონარული მომსახურება. საავადმყოფოში პაციენტებისთვის საუკეთესო პირობებია უზრუნველყოფილი: პალატები 1, 2 და 3-4 საწოლიანია; ყველა მათგანი სანიტარული კვანძებით (შხაპით),ცხელი წყლითა და ცენტრალური გათბობით არის აღჭურვილი. შენობა ნაგებობების საერთო ფართი 11492 კვ.მ-ია. ჰოსპიტალს გააჩნია საკუთარი გენერატორი, უწყვეტი დენის წყარო და წყლის მომარაგების საკუთარი სისტემა.

    ჰოსპიტალში მოქმედებს სისხლის ბანკი 8-10 ათასი ლიტრი სისხლის წარმადობით წელიწადში, ერითროციტული მასა მზადდება ლეიკოთრომბოციტური შრის გარეშე, პლაზმა მიიღება "შოკისებური გაყინვით" (- 60 გრადუსზე ცელსიუსით 40 წთ-ში), ერითროციტების შენახვის ვადა 40 დღეა, ხოლო სულ მალე შესაძლებელი იქნება ერითროციტული მასის დამზადება "უვადო შენახვის" ვადით.

    ჰოსპიტალმა თავისი არსებობის მანძილზე, უკვე შეძლო მრავალი ამოცანის წარმატებით გადაჭრა, მათ შორის კრიზისული სიტუაციის დროსაც. აღსანიშნავია 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებები საქართველოში, რომლის დროსაც ჰოსპიტალი მოვლენათა ეპიცენტრში იმყოფებოდა. დაჭრილი მეომრების და სამოქალაქო პირების სამედიცინო დახმარების აღმოჩენის ხარისხმა და მიღწეულმა შედეგებმა საუკეთესო შეფასება დაიმსახურეს სამედიცინო წრეებში და ქვეყნის ხელმძღვანელობის მხრიდან. კრიზისულ სიტუაციაში საუკეთესო მუშაობისთვის ჰოსპიტლის თანამშრომელთა დიდი ნაწილი ორდენებით, მედლებითა და პრემიებით დაჯილდოვდა.

    საუკეთესო აპარატურით, ინვენტარითა და კვალიფიციური პერსონალით ოპტიმალური დაკომპლექტება, საბიუჯეტო სახსრების სწორი და მიზნობრივი გამოყენება იძლევა საშუალებას სამხედრო ჰოსპიტალი გახდეს საუკეთესო სამედიცინო დაწესებულება არა მარტო რეგიონული, არამედ მთლიანად ქვეყნისა და უახლოეს მომავალში ამიერკავკასიის მასშტაბით.
     
  • © 2009 საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
  • შექმნილია პიქსელში