• 
       მინისტრი    მინისტრის მოადგილეები    სტრუქტურა    მისამართები და ტელეფონები    დაქვემდებარებული ინსტიტუტები
       უსაფრთხოების კონცეფცია 2005    მინისტრის ხედვა 2010
       საქართველოს ეროვნული სამხედრო    სტრატეგია 2005
       რეფორმების ძირითადი მიმართულებები
       დაგეგმვის, პროგრამირებისა და    ბიუჯეტირების სისტემა 2009
       თეთრი წიგნი    მემორანდუმები
       თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის    დოკუმენტი 2007
       უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველთა    საბჭოს ანგარიში 2006
       ადაპტირებული IPAP    პროგრამა - პარტნიორობა მშვიდობისათვის    ყოველწლიური ეროვნული პროგრამა    Longbow/Lancer 2009
       ვაკანსიები    სხვა განცხადებები
    გაერთიანებული შტაბი სახმელეთო ჯარები საჰაერო ძალები განათლების სარდლობა ეროვნული გვარდია თავდაცვის ეროვნული აკადემია კრწანისის სასწავლო ცენტრი საჩხერის სამთო მომზადების სკოლა სერჟანტთა სკოლა    მონაწილეობა საერთაშორისო მისიებში    როგორ მოვხვდე ჯარში    სახელმძღვანელო    ოფიცერთა პროგრამა სტუდენტებისათვის
       გაერთიანებული შტაბის უფროსი    მოადგილეები    მისია    სტრუქტურა    ტელეფონები და მისამართები
       სარდალი    მოადგილეები    მისია    სტრუქტურა    საკონტაქტო ინფორმაცია
       სარდალი    მოადგილეები    მისია    სტრუქტურა    საკონტაქტო ინფორმაცია
       სარდალი    მოადგილეები    მისია    სტრუქტურა    საკონტაქტო ინფორმაცია
    არსებულ სიახლეებში
    არქივში
  •   ახალი ამბები   მსოფლიოს ახალი ამბები   კვლევები გამოკითხვები   სიახლეების არქივი
      ფოტო   ვიდეო
      საერთაშორისო ბეჭდვითი მედია   "თავდაცვა დღეს"
      სამთავრობო   თავდაცვის სამინისტროები   საინფორმაციო ცენტრი ნატო-ს   შესახებ
    
    მთავარი / სამხედრო სამსახური

    სამხედრო სამსახური  

    სამხედრო სამსახური - ეს არის სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებული სახე, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
    სამხედრო სამსახურის ოთხი სახე არსებობს - სავალდებულო, საკონტრაქტო, კადრის და სარეზერვო.

    სამხედრო სავალდებულო სამსახური

    სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდა ევალება საქართველოს ყველა მოქალაქეს. გარდა ამისა, მოქალაქეობის არმქონე, საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირებიც  მიიჩნევიან სამხედრო ვალდებულად, რომლებზეც თანაბრად ვრცელდება კანონით დადგენილი სამხედრო ვალდებულების მოხდის ფორმები. რაც შეეხება უცხო სახელმწიფოს მოქალაქეებს, ისინი პირადი განაცხადის საფუძველზე და საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით შეიძლება მიღებულ იქნენ საქართველოს სამხედრო სამსახურში. სავალდებულო სამსახურში იწვევენ 18-დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეებს.

    საკონტრაქტო სამხედრო სამსახური

    წვევამდელები, რომელნიც გამოთქვავენ სურვილს, სამხედრო ვალდებულება მოიხადონ საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სახით, ასევე იმ პირებს, რომლებსაც მოხდილი აქვს სამხედრო სავალდებულო სამსახური, ან რომლებიც სარგებლობენ კანონით დაგენილი შეღავათით და გადავადებული აქვთ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა, შეუძლიათ სურვილის შემთხვევაში შესაბამისი შერჩევის შემდეგ  გააფორმონ ხელშეკრულება (კონტრაქტი). კონტრაქტის მოქმედების ვადა ოთხი წელია, ხოლო სამხედრო მოსამსახურის მინიმალური ხელფასი კი 640 ლარი. თანხის რაოდენობა იზრდება წოდების, თანამდებობის და სამხედრო სტაჟის გათვალისწინებით.

    საკონტრაქტო სამსახურის გავლის პერიოდში სამხედრო მოსამსახურეს ეძლევა შესაძლებლობა აიმაღლოს პროფესიული მომზადების დონე უცხოელი და ქართველი ინსტრუქტორების დახმარებით, აითვისოს უცხო ენა და მიიღოს მონაწილეობა საერთაშორისო ოპერაციებში.

    სამშვიდობო მისიაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეს, შეიარაღებული კონფლიქტის ზონაში ყოფნის პერიოდში, ნამსახურობის ერთი დღე ჩაეთვლება ორ დღედ და მიეცემა ფულადი სარგო ორმაგი ოდენობით, ან ფულადი სარგოს ერთმაგი  ოდენობა და კომპენსირების მიზნით სამშვიდობო ოპერაციების მაღალი რისკის დონის გათვალისწინებით შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული დანამატი.

    როგორ მოვხვდეთ სამხედრო სამსახურში

    1. თუ მოქალაქეს შეუსრულდა 18 წელი, კანონმდებლობის შესაბამისად იგი ექვემდებარება სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას.
    2. საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღება წარმოებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე. საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის მსურველი პირები უნდა გამოცხადდნენ შესაბამის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, რომელსაც ატარებს ეროვნული სასწავლო ცენტრი "კრწანისი".

  • © 2009 საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
  • შექმნილია პიქსელში