საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ვაკანტურია. გვარდიის უკვე ყოფილი უფროსი ზურაბ არსოშვილი დღეს შიდა ქართლის გუბერნატორის თანამდებობაზე დაინიშნა. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის უფროსს უმაღლესი მთავარსარდალი საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს.